თანამედროვე ვებსაიტები ყველაზე დაბალ ტარიფებში

დამიკავშირდით

ჩემს შესახებ

გამარჯობა. მე ვარ ვერა, ვებ დეველოპერი და დიზაინერი. ჩემი მისიაა ქართული ვებ სფეროს დახვეწა და განვითარება მაქსიმალურად ეფექტური, მოქნილი, მინიმალისტური და ელეგანტური ვებსაიტების შექმნით.

გთავაზობთ მოხერხებულ და თქვენს სამუშაო სპეციფიკაზე მორგებულ თანამედროვე კორპორატიული ვებსაიტებისა თუ პირადი ფოტოგრაფიული ბლოგების შექმნას, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებში, რადგან მტკიცედ მჯერა რომ მიუხედავად ფინანსური შესაძლებლობებისა, ყველა იმსახურებს ეფექტურ წარმომადგენლობას ინტერნეტ-სფეროში.

ჩემს მიერ შექმნილი ვებსაიტები წარმოადგენს რესპონსულ ვებსაიტებს, რაც გულისხმობს რომ ისინი ერთნაირად კარგად გამოიყურება ნებისმიერ ზომის ეკრანზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ვებსაიტების ვიზიტორების დიდი ნაწილი ვებგვერდებზე უკვე მობილური ტელეფონებიდან და პლანშეტებიდან შემოდიან და ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა გამოცდილება ვებსაიტზე ვიზიტისას ნებისმიერი ზომის ეკრანიდან მაქსიმალურად დადებითი იყოს

ჩემი მომსახურება ასევე მოიცავს ვებსაიტების დახვეწას საძიებო სისტემებისთვის, რაც გულისხმობს რომ ვებსაიტები ადვილად ხელმისაწვდომი იქნება თქვენი მომხმარებლებისთვის. ვებსაიტზე ვიზიტორების სტატისტიკაზე წვდომას რათა თავად შეძლოთ გააკონტროლოთ ვებსაიტის ეფექტურობა და განსაზღვროთ რა არის საჭირო ეფექტურობის დამატებით ასამაღლებლად. ტრენინგს, რათა ვებსაიტის დასრულების შემდგომ თავად შეძლოთ ვებსაიტის მენეჯმენტი, მასზე განთავსებული ინფორმაციის წაშლა, დამატება, რედაქტირება, საძებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციის გაუმჯობესება და ა.შ.